"ინტერიმა" პერიშიჩის ფასი თითქმის გაანახევრა

10-01-2019, 23:56

Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის "ინტერის" ხელმძღვანელობამ ივან პერიშიჩის სატრანსფერო ფასი 40%-ით შეამცირა.

წყაროს ცნობით, "ნერაძური" 29 წლის ხორვატ ფეხბურთელს 55 მილიონ ევროდ აფასებდა, ახლა კი, მას 33 მილიონად ყიდის.

პრესაში ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებაც, რომ პერიშიჩის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" შურს.

მოგახსენებთ, მიმდინარე სეზონში, ივან პერიშიჩმა "ინტერის" მაისური 17-ჯერ მოირგო, სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ასევე ზაფხულში, მან ხორვატიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით