კავანიმ გადაწყვეტილება მიიღო

10-01-2019, 23:32

გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le10Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის ედისონ კავანიმ კარიერული მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ცნობით, 31 წლის ურუგვაელმა ჩინური კლუბი, "დალიან იფანგი" უარით გაისტუმრა და "პსჟ-ში" გადარჩენა გადაწყვიტა. მისი დამატება "ატლეტიკოს", "ჩელსის" და "ნაპოლისაც" სურდა.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი პარიზული კლუბის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან ლიგა 1-ში "პსჟ-ის" მაისური 265-ჯერ მოირგო და 173 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით