ტუხელი: "რეალის" "ბაიერნისა" და "ბარსელონას" თამაშებზე ამას არავინ გააკეთებდა"

11-01-2019, 10:46

მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგის თასის შეხვედრაში "პარი სენ-ჟერმენი" "გენგამთან", ანგარიშით 1:2, დამარცხდა. აღნიშნულ მატჩში სტუმრებმა 3 თერთმეტმეტრიანი დაარტყეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი პარიზული გუნდის თავკაცმა ტომას ტუხელმა, გააკეთა.

"რეალის", "ბარსელონასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ ერთ მატჩში 3 პენალტს არავინ არასდროს არ დანიშნავდა. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია".

"შეუძლებელია, შეხვიდე "ბაიერნის" საჯარიმოში 3-ჯერ და ყველა შემთხვევაში თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავო. როგორც ჩანს, ჩვენ შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი რამ არის".

"მეორე პენალტზე საუბარიც კი არ მსურს, რადგან ეს მაგიჟებს. მსაჯმა ვიდეოგამეორება გამოიყენა და თერთმეტმეტრიანი მაინც დანიშნა, სიგიჟეა", - განაცხადა ტუხელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით