ბუსკეტსი: "ჩაგვეძინა და მეტოქემ ამით ისარგებლა"

11-01-2019, 11:08

მოგეხსენებათ, კოპა დელ რეის მორიგ  მატჩში კატალონიის "ბარსელონა" "ლევანტესთან", ანგარიშით 2:1, დამარცხდა. მატჩის შემდეგ კატალონიელთა ნახევარმცველმა სერხი ბუსკეტსმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"წავაგეთ, მაგრამ ეს ორმატჩიანი დუელია და, საბედნიეროდ, კოუტინიოს გოლით იმედები ჯერ კიდევ არსებობს. მეორე ტაიმის გათვალისწინებით ამ გოლს ვიმსახურებდით".

"პირველ ტაიმზე კარგს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ჩაგვეძინა, მათ ამით ისარგებლეს და უპირატესობა მოიპოვეს. "ლევანტემ" პირველ ტაიმში ორი გოლი გაგვიტანა, მაგრამ, მიუხედავად არასახარბიელო თამაშისა, უშანსოდ არც პირველ ტაიმში არ ვყოფილვართ",- განაცხადა ბუსკეტსმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით