სანჩო: "აქ ისე ვარ, როგორც თევზი წყალში"

11-01-2019, 12:09

მოგეხსენებათ, "დორტმუნდის" ახალგაზრდა შემტევი ჯეიდინ სანჩო მიმდინარე სეზონს  საუცხოოდ ატარებს. აქედან გამომდინარე მისი შეძენით არაერთი გრანდია დაინტერესებული.

მიუხედავად მის მიმართ გაჩენილი სხვადასხვა გუნდის ინტერესისა, ინგლისელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "დორტმუნდის" დატოვება არ სურს.

"აქ თამაშის შესაძლებლობა მაქვს და სხვაგან რატომ უნდა წავიდე? "დორტმუნდში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ".

"როდესაც აქ მოვდიოდი, მთავარი პრობლემა ენის არცოდნა იყო, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, აქ ინგლისურადაც შესანიშნავად საუბრობენ. გერმანულს კი ნელ-ნელა ვსწავლობ".

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 18 წლის ინგლისელმა "დორტმუნდის" მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით