რემზის ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა

11-01-2019, 14:48

ლონდონის "არსენალის" უელსელი ნახევარმცველი აარონ რემზი ზაფხულში ტურინის "იუვენტუსში" ითამაშებს.

The Guardian-ის ცნობით, რემზი თავის ამჟამინდელ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, "ბებერ ქალბატონთან" კი თანამშრომლობის 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ამ პერიოდის განმავლობაში ის დაახლოებით 40 მილიონ ევროს მიიღებს და რონალდუს შემდეგ ტურინული გრანდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

შეგახსენებთ, რომ რემზი "არსენალში" 2008 წლიდან ასპარეზობს, სადაც "კარდიფიდან" გადავიდა. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით