რა გადახდა თავს ლამპარდის გუნდს, რომლის გამოც პოლიცია გამოიძახეს ?!

11-01-2019, 15:15

როგორც იცით, ფრენკ ლამპარდი ამჟამად ინგლისის მე-2 დივიზიონში, ჩემპიონშიპში მოასპარეზე გუნდის, "დერბი ქაუნთის" მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებს.

ინგლისელი ლეგენდის გუნდს სულ ცოტა ხნის წინ საინტერესო ინციდენტი შეემთხვა. დერბიშირელთა სავარჯიშო სესიას საეჭვო მამაკაცი ესწრებოდა, რომელიც გუნდის ტაქტიკურ ფორმაციებს ადევნებდა თვალყურს და ვიდეოკამერით იღებდა.

როგორც აღმოჩნდა (ოფიციალურად არაა დადასტურებული) ეს მამაკაცი "ლიდსის" გულშემატკივარი აღმოჩნდა, რომლის საყვარელი კლუბიც 11 იანვარს "დერბის" დაუპირისპირდება.

დერბიშირის პოლიციამ სიტუაცია მალევე განმუხტა და მამაკაციც დააკავა, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ განყოფილებიდანვე გაათავისუფლეს, ამის გამო კი 40 წლის სპეციალისტს სავარჯიშო სესიის შეჩერება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ ლამპარდი "დერბის" თავკაცის ადგილს 2018 წლის 31 მაისიდან იკავებს.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით