მიულერი "ლივერპულის" წინააღმდეგ ორივე მატჩს გამოტოვებს

11-01-2019, 15:25

მიუნხენის "ბაიერნის" ერთ-ერთი ლიდერი, გერმანელი თომას მიულერი, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე, "ლივერპულის" წინააღმდეგ ორივე მატჩს გამოტოვებს.

როგორც "UEFA" იუწყება, 29 წლის თავდამსხელის დასჯა "აიაქსის" წინააღმდეგ განსაკუთრებულმა უხეშობამ განაპირობა, რომის გამოც მიულერმა მოედანი ნაადრევად დატოვა.

დისკვალიფიკაცია ერთ მატჩს შეადგენს, მაგრამ იმის გამო, რომ 1/8 ფინალურ ეტაპზე ჯგუფური ეტაპის ბარათები არ ბათილდება, ამიტომაც გერმანელი წითელი ბარათის გამოც ერთ შეხვედრას გამოტოვებს, რომლის მიხედვითაც მიუნხენელთა ფორვარდი გუნდს "ლივერპულის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც 1/8 ფინალებს მთლიანად გამოტოვებს, "აიაქსის" მაქსიმიალიანო ვოებერია, რომელმაც ამავე შეხვედრაში, "ბაიერნის" წინააღმდეგ მიიღო წითელი ბარათი, რის გამოც 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით