ნასრი: "მეგონა ჩემი კარიერა დასრულდა"

11-01-2019, 15:34

ლონდონის "ვესტ ჰემის" ახალწვეული, ფრანგი სამირ ნასრი, 18 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ, საკუთარ კარიერაზე საუბრობს:

"ახლაც კი უკმაყოფილო ვარ ამ გადაწყვეტილებით, ვინაიდან არავითარი ზედმეტი ნივთიერება არ მიმიღია. ეს იყო უბრალოდ ვიტამინები, რომლებიც გაურკვევლობის გამო, ჩემს ორგანიზმში ზედმეტი დოზით აღმოჩნდა."

"მთავარი პრობლემა ისაა, რომ კარიერის ერთი წელი არაფრის გამო დავკარგე და მიდიოდა საუბარი იმის შესახებ, რომ 4 წლიანი დისკვალიფიკაციით დავესაჯე. ბევრი რამ მოხდა და მეგონა ჩემი კარიერა დასრულდა, თუმცა ცხოვრებამ მეოორე შანსი მომცა, რის გამოც მადლიერი ვარ."

"ფეხბურთის გარეშე ყოფნა ჩემს კარიერაში ყველა ცუდი მომენტი იყო, თუმცა ეს პერიოდი დავძლიე და ახლა მზად ვარ საკუთარი შესაძლებლობები გამოვიყენო და ყველაფერი ხელახლა დავამტკიცო."

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნასრი "ვესტ ჰემში" მანუელ პელეგრინისთან ერთად იმყოფება, რომელთანაც რამდენიმე სეზონის წინ, "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით