ჰეუნ-მინ სონი "ტოტენჰემს" კიდევ ერთხელ ტოვებს

11-01-2019, 15:46

ლონდონის "ტოტენჰემის" სამხრეთ კორეელი თავდამსხმელი, ჰეუნ-მინ სონი კლუბს "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დატოვებს და საკუთარ ნაკრებში დაბრუნდება.

26 წლის ფეხბურთელი სამხრეთ კორეის ნაკრებთან ერთად არაბთა გაერთიანებულ საამიეროებში მიემგზავრება, სადაც აზიის თასზე იასპარეზებს, ფინალამდე მიღწევის შემთხვევაში კი ის მთლიანობაში 5 მატჩს გამოტოვებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სონმა ნაკრებში მისვლაც კი დააგვიანა, რათა "იუნაიტედთან" თამაში ჩაატაროს და როგორც თვითონ განაცხადა, კლუბს გამარჯვებით ბოდიში მოუხადოს.

შეგახსენებთ, რომ ჰეუნ-მინ სონი მიმდინარე სეზონში, "ტოტენჰემს" უკვე მეორეჯერ დატოვებს ნაკრებში თამაშის გამო (მან სეზონის დასაწყისი გამოტოვა). პირველ შემთხვევაში სონმა წარმატებით იასპარეზა და აზიური თამაშები მოიგო, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან განთავისუფლდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით