კრიშტიანუ რონალდუ სერიოზულ საფრთხეშია !

11-01-2019, 15:59

ლას ვეგასის პოლიციამ, ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, დნმ-ის სინჯი მოსთხოვა.

როგორც იცით, 33 წლის თავდამსხმელი ოქტომბრის დასაწყისში სკანდალში გაეხვა, როდესაც ამერიკელმა მასწავლებელმა, კეტრინ მაიორგამ მას 2009 წელს გაუპატიურება დასწამა.

ამ ამბავს არაერთი გამოძახილი მოჰყვა და საბოლოოდ ინფორმაციას "Twitter-ზე" რონალდუც კი გამოეხმაურა, რომელმაც მსგავსი ბრალდებები მკაცრად უარყო.

კრიშტიანუს ადვოკატის, პიტერ კრისტიანსენის თანახმად, პოლიციისგან მსგავსი მოთხოვნა ჩვეულებრივი მოვლენაა, ვინაიდან პორტუგალიელის მხარის მტკიცებით ნებისმიერი სახის ურთიერთობა ამ ორ უკანასკნელს შორის არ იყო ძალადობრივი ბუნების.

შეგახსენებთ, რომ გერმანული სპორტული გამოცემის, "Der Spiegel-ის" თანახმად, 2010 წელს კეტრინმა კრიშტიანუსთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ის 375 000 დოლარის (288 000 გირვანქას) სანაცვლოდ ამ ინფორმაციას საჯაროს არ გახდიდა, თუმცა ცხადია ვარსკვლავის მხარემ ეს ბრალდებაც უარყო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით