"ვესტ ჰემის" არნაუტოვიჩს ჩინეთში ეპატიჟებიან

11-01-2019, 16:10

ლონდონის "ვესტ ჰემმა" ჯერ-ჯერობით უცნობი ჩინური გუნდისგან 35 მილიონიანი შეთავაზება მიიღო, აზილიების სამიზნეს კი ავსტრიელი თავდამსხმელი, მარკო არნაუტოვიჩი წარმოადგენს.

2017 წელს ლონდონელებმა 29 წლის თავდამსხმელი "სტოკისგან" შეიძინეს 20 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ და მასთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

მიუხედავად ამისა, როგორც არნაუტოვიჩის აგენტი და ძმა, დანიელ არნაუტოვიჩი იუწყება, მარკოს ინგლისის დატოვება სურს: "ვესტ ჰემმა" ის დღევანდელი სატრანსფერო ბაზრის მიხედვით ძალიან იაფად შეიძინა, რათა პრემიერ ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა, მან ყველაფერი მშვენივრად გააკეთა, მოიგო კლუბის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც კი, ახლა კი მათ აქვთ შეთავაზება, რომლითაც თითქმის 2-ჯერ მეტ თანხას მიიღებენ, ვიდრე მარკოში გადაიხადეს. მას ახალ ჩემპიონატში ასპარეზობა და არაერთი თასის მოგება სურს."

შეგახსენებთ, რომ კლუბი, რომელმაც "ჩაქუჩებს" შეთავაზება გაუგზავნა დიდი ალბათობით შანხაის "SIPG-ია", რომელიც ავსტრიელს კვირაში 200 000 გირვანქას სთავაზობს 4 წლის განმავლობაში.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით