სოლსკიაერი: "ის დიდებულია"

11-01-2019, 22:01

"მანჩესტერ იუნაიტედის"  თავკაცმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "ტოტენჰემთან" გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან ჰარი კეინზეს შესახებ ისაუბრა.

"კეინი ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია მსოფლიოში. ის უმაღლესი დონის პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებს, რომლებიც მასთან ერთად თამაშობენ, მასზე უფრო მეტის თქმა შეუძლიათ".

"გარედან ის ჩანს მოთამაშედ, რომელიც მომენტებს ფანტასტიკურად იყენებს. კეინი მომენტებს არასდროს არ აფუჭებს, შესაბამისად მას გასაქანი არ უნდა მივცეთ", - სოლსკიაერის სიტყვებს Sky Sports ციტირებს.

პრემიერლიგის 22-ე ტურში "ტოტენჰემი" "მანჩესტერ იუანიტედს" უმასპინძლებს. შეხვედრა კვირას, 13 დეკემბერს გაიმართება.

ბომბარდირთა დავაში ჰარი კეინი 14 გოლით პირველ ადგილს პიერ-ემერიკ ობამეიანგთან იყოფს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით