ოფიციალურად: ფაბრეგასი "მონაკოს" ფეხბურთელია

11-01-2019, 22:19

ლონდონის "ჩელსის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი, სესკ ფაბრეგასი კარიერას "მონაკოში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

როგორც ცნობილია, 31 წლის ფეხბურთელმა "მონაკოსთან" 3.5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იგი გუნდში 2022 წლამდე დარჩება.

"ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში გადმოსვლა. "მონაკოში" ახალგაზრდა მწვრთნელი და ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ. აქ გუნდის დასახმარებლად მოვედი და წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ." - აცხადებს ფაბრეგასი.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი ლონდონურ კლუბში 2014 წლიდან ასპარეზობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი
-
15 დეკემბერი

დაგვიმეგობრდით