"ტოტენჰემმა" კეინს რეკორდული ფასი დაადო

12-01-2019, 14:18

როგორც მოგეხსენებათ, მედიაში დიდი ხანია ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ "რეალს" "ტოტენჰემის" ფეხბურთელი პარი კეინი სურს. გამოცემა AS-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდული კლუბი  მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა, 25 წლის თავდამსხმელს რეკორდულ, 350 მილიონ ევროდ აფასებს და მზად არის, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელი "რეალს" დაუთმოს.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინმა "ტოტენჰემში" პირველი მატჩი 2011 წელს ჩაატარე. მას შემდეგ, კლუბის მაისური 243-ჯერ მოირგო და 160 გოლთან ერთად 28 საგოლე გადაცემა მიითვალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით