სოლსკაერი: "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გარსიკვას არ ვგეგმავთ"

12-01-2019, 19:57

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნორვეგიელი მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკაერი, ლონდონის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე საუბრობს:

"როდესაც "ტოტენჰემის" მსგავსი გუნდის წინააღმდეგ თამაშობ, დაცვაში თამაშიც მოგიწევს. მატჩის მოგება უნდა დაიმსახურო, გარისკვას არ ვგეგმავთ, თუმცა შეტევით ფეხბურთზე უარს არ ვიტყვით, ეს "იუნაიტედის" სტილია."

"ჩვენ ლონდონში მოსაგებად ჩავდივართ, მოწინააღმდეგე ყველა ასპექტში უნდა დავჯაბნოთ. "უემბლი" დიდი სტადიონია, რომელზეც ბევრი ფეხბურთელი განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს, იმედი გვაქვს, რომ "იუნაიტედი" საუკეთესო თამაშს აჩვენებს."

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედსა" და ლონდონის "ტოტენჰემს" შორის დაპირისპირება 13 იანვარს, თბილისის დროით 20:30 წუთზე, "უემმბლიზე" გაიმართება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით