პოჩეტინო: "მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი"

12-01-2019, 20:31

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო "მაანჩესტერ იუნაიტედის" ვარჯიშზე სერ ალექს ფერგიუსონის ვიზიტს გამოეხმაურა.

"ეს შესანიშნავი სიახლეა, რადგან სერ ალექს ფერგიუსონი თავად ფეხბურთია. მისთვის სამწვრთნელო პროცესში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია".

"მისით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი. ჩვენ ლონდონში კარგად ვისადილეთ და მას შემდეგ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა".

"შემატებს თუ არა ენერგიას "მანჩესტერ იუანიტედს" მისი ვიზიტი? ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია და მისი ყოველ დღე ხილვა შესანიშნავია. სერ ალექსი ფეხბურთის ენციკლოპედიაა", - პოჩეტინოს სიტყვებს Sky Sports ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 22-ე ტურში "ტოტენჰემი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ვარჯიშზე სერ ალექს ფერგიუსონი მიიწვია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით