გატუზო: "იუგაინს წასვლა უნდა"

13-01-2019, 18:55

"მილანის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, კლუბის თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის სიტუაციაზე საუბრობს:

"როდესაც ფეხბურთელი ჩამოყალიბდება, მისი აზრის შეცვლა საკმაოდ რთულია, მას წასვლა სურს. იგუაინთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ერთმანეთს სათქმელს პირდაპირ ვეუბნებით, ამჟამად ის ჩვენი ფეხბურთელია, თუმცა არ ვიცი მომავალში რა მოხდება."

"გონსალოსთან ბევრი ვისაუბრე, მაგრამ როგორც გითხარით რთულია რჩევის მიცემა, როდესაც ფეხბურთელის კარიერა სულ 13-14 წელი გრძელდება. ჯერაც არ მესმის თუ ის რითია უკმაყოფილო, ვინაიდან გასახდელში მას ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ჩემზე, რომ იყოს დამოკიდებული, მაშინ მას სახლში დავიტოვებდი და ვახშმით გავუმასპინძლდებოდი."

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 31 წლის არგენტინელს ლონდონის "ჩელსიში", მაურისიო სარის კლუბში სურს გადასვლა, რომელთან ერთადაც "ნაპოლიში" ასპარეზობდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით