გატუზო: "მისი დარწმუნება რთულია"

13-01-2019, 19:13

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად აქტიურად დაიწყო საუბრები იმის შესახებ, რომ გონსალო იგუაინი შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" გადაბარგდეს.

აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომაც დაადასტურა.

"როდესაც ფეხბურთელი რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, მისი გადარწმუნება უკვე რთულია. თუმცა, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მცდელობებს."

"ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ. უმეტეს შემთხვევაში ტრანსფერი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა. თუმცა, ახლა ის ჯერ კიდევ "მილანის" ფეხბურთელია და ამით ბედნიერები ვართ." - აცხადებს გატუზო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით