"ჩელსი" იგუაინს არ ეშვება

14-01-2019, 10:31

Express Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იანვარის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ლონდონის "ჩელსი" ცენტრალური თავდამსხმელს დაიმატებს და მთავარი კანდიდატი, გონსალო იგუაინია.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატებს" ალვარო მორატას გაყიდვა და მისი ჩანაცვლება სწორედ იგუაინით სურთ. 31 წლის არგენტინელი, სეზონის ბოლომდე "მილანში" იჯარის წესით თამაშობს, თუმცა "იუვენტუსის" საკუთრებაა.

ლონდონურ კლუბს, იგუაინის დამატება 18 თვიანი იჯარით და შემდეგ გამოსყიდვის უფლებით სურთ.

შეგახსენებთ, რომ იგუაინი იტალიაში 2013 წლიდან ასპარეზობს და საერთო ჯამში, მან სერია ა-ში 192 მატჩი ჩაატარა და 117 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით