იოზილი არსენელს ტოვებს

14-01-2019, 10:53

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არსენალის" ნახევარმცველი, მესუთ იოზილი კლუბს მიმდინარე თვეში შეიცვლის.

წყაროს ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელს, უნაი ემერის 30 წლის გერმანელი ფეხბურთელის მიმართ ნდობა აღარ აქვს და მისი გასხვისება იანვარშივე სურს. ამ ეტაპზე უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას იოზილი.

შეგახსენებთ, რომ მესუთ იოზილი "არსენალის" ღირსებას 2013 წლიდან იცავს და 212 შეხვედრაში 41 გოლთან ერთად 73 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით