ალბა: "წასვლა არ მსურს მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული"

14-01-2019, 11:18

კატალონიური  "ბარსელონას" მარცხენა მცველმა ჟორდი ალბამ მედიის წარმომადგენლებთან საკუთარი მომავალის შესახებ  ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კლუბიდან წასვლა არ სურს.

"ყველაფერი ძველებურად არის ჩემთვის - 1 წლიანი კონტრაქტი კიდევ მაქვს და არ ვიცი, რას ფიქრობს კლუბის ხელმძღვანელობა".

"აქ დარჩენა მინდა, რადგან ეს არის გუნდი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული", - აღნიშნა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ ალბა "ბარსელონას" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მან კლუბის მაისური 271-ჯერ მოირგო, 14 გოლი გაიტანა და 49 საგოლე გადაცემა გაიფორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით