ბაკაიოკო: "ახლა მეტად თავდაჯერებულები ვართ და "იუვენტუსის" დამარცხებაც შეგვიძლია"

14-01-2019, 12:39

მოგეხსენებათ, ოთხშაბათს საუდის არაბეთში იტალიის სუპერთასის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრის წინ ჟუნალისტებთან  "როსონერის" ნახევარმცველმა ტიმუ ბაკაიოკომ აღნიშნული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის გუნდს ტურინელების დამარცხება შეუძლია.

"სამპდორიასთან" გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ მოგებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა".

"რა თქმა უნდა, "იუვენტუსთან" ძალიან რთული თამაში გველის. ამ დროისთვის ტურინული გუნდი სერია ა-ში საუკეთესოა, მაგრამ   ამან არ უნდა შეგვაშინოს. ჩვენ გვჯერა, რომ მათთან ერთი  თამაშის მოგება შეგვიძლია",  - განაცხადა ბაკაიოკომ.

შეგახსენებთ, რომ ბაკაიოკო "მილანში" იჯარით თამაშობს და ის ლონდონის "ჩელსის" საკუთრებაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორია: "ქეცბაიამ თავისი გეგმა გამანდო"

დაგვიმეგობრდით