პოგბა: "მოურინიოს დროს თამაში შეუძლებელი იყო"

14-01-2019, 14:18

მოგეხსენებათ, ლე გუნარ სოლსკიაერის მისვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" უკეთესად ასპარეზობს, ბოლოს ჩატარებული თამაშებიდან ზედიზედ 6 მატჩი მოიგო.

ბოლოს, "ტოტენჰემთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პოლ პოგბამ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მოურინიოს დროს ფეხბურთის თამაში რთული იყო.

"მომწონს ფეხბურთის თამაში და ამის გაკეთება ძველი სისტემის დროს რთული იყო, რადგან მთლიანად ტაქტიკაზე ვიყავით დამოკიდებული".

"მომწონს აგრესიული თამაში და ბურთთან ხშირი ყოფნა, დაცვაში თამაში კი ჩემი საუკეთესო თვისება არაა. ეს კარგად ესმის ოლე გუნარ სოლსკიაერს და ახლა ვთამაშობ ისე, სადაც თავს კარგად ვგრძნობ. მისი მოსვლის შემდეგ გაცილებით მეტ თავისუფლებას ვგრძნობ",- განაცხადა "იუნაიტედის" ფრანგმაფეხბურთელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით