იტალიური მედია: რემზის ტრანსფერი "იუვენტუსში" მალე გაოფიციალურდება

14-01-2019, 14:53

გავლენიანი იტალიური გამოცემის Tuttosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აარონ რემზიმ პირველადი სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და "იუვენტუსში" მისი ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.

წყაროს ცნობით, 28 წლის უელსელმა ტესტი ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაიტარა და ტურინულ კლუბს დიდი ალბათობით, ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

შეგახსენებთ, "არსენალს" რემზის გაშვება იანვარშივე, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ სურს.

აარონ რემზი "მეთოფეების" ღირსებას 2008 წლიდან იცავს. მან კლუბის მაისური 352-ჯერ მოირგო და 60 გოლთან ერთად, 63 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით