ბონუჩი: "ახლა "მილანი" ჩემთვის ჩვეულებრივი კონკურენტია"

14-01-2019, 17:01

მოგეხსენებათ, სრულიად იტალიის საფეხბურთო სამყარო ოთხშაბათს გასამართი სუპერთასის ფინალისთვის ემზადება, რომელშიც ერთმანეთს "მილანი" და ტურინის "იუვენტუსი" დაუპირისპირდებიან.

შეხვედრამდე, ლეონარდო ბონუჩი მედიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.

"აქამდეც მითქვამს და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ "მილანში" გადასვლა ნაჩქარევი ნაბიჯი იყო".

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალთან" მარცხის შემდეგ ყველანი გულნატკენი ვიყავით, მე კი გაცოფებული გახლდით... თუმცა, რაც მოხდა, უკვე ისტორიაა და ვერაფერს შევცვლით".

"ახლა ისინი ჩემი ჩვეულებრივი მოწინააღმდეგეები არიან, და მათ წინააღმდეგ ისევე დავიხარჯები, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება".

"მთავარია, რომ დღეს კვლავ "იუვენტუსში" ვთამაშობ და შავ-თეთრი მაისური მმოსავს“, - განაცხადა ტურინული კლუბის ცენტრალურმა მცველმა.

მოგეხსენებათ, "იუვენტუსი" და "მილანი" სუპერთასის რეკორდსმენები არიან - ორივემ 7-ჯერ მოიგო ჯილდო. რაც შეეხება ბონუჩის, ის 3-გზის გამარჯვებულია: 2012, 2013 და 2015 წლებში.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით