ლიონელ მესიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა !

14-01-2019, 18:14

კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ლა ლიგის მე-19 ტურში, "ეიბარის" წინააღმდეგ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

ბასკი კლუბის კარის აღების შემდეგ, მესის ესპანეთის ჩემპიონატში უკვე 400 გოლი დაუგროვდა და კიდევ ერთი რეკორდი დაამხო, ასეთი რამ ლა ლიგის ისტორიაში არცერთ ფეხბურთელს არ აქვს გაკეთებული.

სპორტულმა გამოცემებმა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი წარმოგვიდგინეს: ლა ლიგაში 29 კლუბს მათი ისტორიაში განმავლობაში არ აქვთ იმდენი გოლი გატანილი, რამდენიც მესის აქვს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიის "ბარსელონასა" და "ეიბარის" დაპირისპირება "ბლაუგრანას" გამარჯვებით დასრულდა ანგარიშით 3:0. მესიმ კი ბასკების წინააღმდეგ მიმდინარე სეზონის მე-17 გოლი გაიტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით