სად წავა მილან შკრინიარი ?

14-01-2019, 18:21

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Mirror" იუწყება, მილანის "ინტერის" სლოვაკი ცენტრალური მცველი, მილან შკრინიარი ახლოსაა კლუბის დატოვებასთან.

23 წლის ფეხბურთელის გადაბირებით არაერთი გრანდია დაინტერესებული, მათ შორის ყველაზე მეტი ინტერესი "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოხატა, რომელსაც დაცვის ხაზში პრობლემები აქვს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, კლუბის იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიანო სპალეტიმ შკრინიარის ტრანსფერის შესახებ განცხადება გააკეთა: "მის შეძენას ვერც ერთი გუნდი ვერ შეძლებს, ამის საკმარისი ფინანსები არავის აქვს."

შეგახსენებთ, რომ სლოვაკი ფეხბურთელი იტალიელთა რიგებში 2017 წლის 7 ივლისიდან ირიცხება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით