ჰადსონ-ოდოი "ჩელსის" უფასოდ დატოვებს ?

14-01-2019, 18:53

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Daily Mail" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" ინგლისელმა თავდამსხმელმა, კალუმ ჰადსონ-ოდოიმ შესაძლოა კლუბი უფასოდაც კი დატოვოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ "არისტოკრატები" 18 წლის ფეხბურთელს მიუნხენის "ბაიერნში" ტრანსფერზე უარს ეტყვიან, მაშინ ის კონტრაქტის ამოწურვას დაელოდება და გერმანელთა რიგებს ასე შეუერთდება.

ინგლისელს კონტრაქტი ლონდონელებთან 2020 წელს ეწურება და ამ პერიოდში "ბაიერნში" მიმდინარე გაახალგაზრდავების პროცესი კიდევ უფრო აქტიურ ეტაპზე იქნება, ამიტომაც კალუმს სათამაშო დროის გარანტია ნამდვილად ექნება.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" ინგლისელი თავდამსხმელის სანაცვლოდ ლონდონის "ჩელსის" 35 მილიონი გირვანქა შესთავაზა, თუმცა ჰადსონ-ოდოის გაშვებაზე ამჟამად უარს კლუბის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო სარი ამბობს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პეტკოვიჩი: "საქართველო რუსულ სტილში თამაშობს"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით