ლორენტე შესაძლოა "ბარსელონაში" ვიხილოთ

14-01-2019, 19:17

მუნირ ელ ჰადადის გაშვების შემდგომ კატალონიის "ბარსელონა" სათადარიგო თავდამსხმელს ეძებს. როგორც ჩანს, ესპანურმა გრანდმა არჩევანი უკვე გააკეთა.

კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბლაუგრანა" სერიოზულად არის დაინტერესებული ლონდონის "ტოტენჰემის" ვეტერანი ფორვარდის, დიეგო ლორენტეს დამატებით.

წყაროს ცნობით, "დეზები" მზად არიან 33 წლის ფეხბურთელის გასაყიდად. თუმცა, როგორც ცნობილია, კატალონიელებს მისი დამატება ნახევარწლიანი იჯარით სურთ.

შეგახსენებთ, რომ ლორენტე "ტოტენჰემის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით