სოლსკიაერი: "დე ხეას შეუძლია გუნდის ისტორიაში საუკეთესო გახდეს"

14-01-2019, 19:25

გუშინ გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" უმასპინძლა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

"წითელი ეშაკების" მხრიდან უდაოდ საუკეთესო გახლდათ გუნდის პირველი ნომერი, დავიდ დე ხეა, რომელმაც მეორე ტაიმში 11 სეივი შემოგვთავაზა.

მატჩის შემდგომ "მანჩესტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნა სოლსკიაერმა თავისი შეგირდი შეაქო და მას უდიდესი მომავალი უწინასწარმეტყველა.

"დევიდი უბრალოდ შეუდარებელია. ჩვენ უდიდესი მეკარეები გვყავდა, ვან დერ საარისა და შმეიხელის სახით, თუმცა, მას ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს."

"დე ხეამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა. მე პირადად არაერთ დიდ მეკარესთან ერთად მითამაშია და მიმუშავია. ის კი უდაოდ გამორჩეულია." - აცხადებს სოლსკიაერი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით