კაპელო: "იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ეს ყველაზე კომიკური მომენტია"

15-01-2019, 11:46

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ 2006 წლის იტალიის ჩემპიონატი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, "იუვენტუსისთვის" ჩამორთმეული სკუდეტოს "ინტერისთვის" გადაცემა უსამართლო გადაწყვეტილებაა.

„2006 წლის სკუდეტოს "ინტერისთვის" გადაცემა სრული კომედია იყო, ნამდვლად უსამართლო გადაწყვეტილება".

"გვიდო როსიმ მაშინ ძალიან სწრაფად იმოქმედა, იმ წესების დაცვის გარეშე, რომელიც სპორტული მართლმსაჯულების მიერაა დადგენილი", - ციტირებს სპეციალისტს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს კალჩოპოლის სკანდალის გამო "იუვენტუსი" სერია B-ში დააქვეითეს, ხოლო მის მიერ მოედანზე მოგებული ჩემპიონობა "ინტერს" მიენიჭა.

ბოლო პერიოდში ტურინული გრანდი სამართლებრივი გზით ცდილობს, რომ მილანურ გრანდს ბოძებული სკუდეტო წაართვას და სასამართლოში საჩივარიც შეტანილი აქვს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით