პოლ ინსი: "სოლსკიაერს არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია"

15-01-2019, 19:49

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ნახევარმცველი, ინგლისელი პოლ ინსი, ოლე გუნარ სოლსკიარზე საუბრობს:

"ჟოზე მოურინიოს წასვლამდე "იუნაიტედისთვის" სიტუაცია მეტად ვეღარ გართულდებოდა, შავი ღრუბელით იყო მთელი კლუბი მოცული, ოლეს მოსვლის შემდეგ, რომელიც ნაცნობი სახეა, ფეხბურთელებმა პერფორმანსები გააუმჯობესეს, ჯაჭვები მოხსნილია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოლსკიაერი ამ საქმისთვის განკუთვნილი ადამიანია."

"მეც შემეძლო მსგავსი რამის გაკეთება, ისევე როგორც სტივ ბრუსს, ყველას შეუძლია ოლეს ამჟამინდელი მიღწევების გამეორება, რთული არ იქნებოდა ფეხბურთელებისთვის ხასიათის გამოსწორება და თავისუფლების მიცემა."

"თუ პოჩეტინოს ვარიანტი განიხილება, მაშინ "იუნაიტედმა" ყველაფერი უნდა ეცადოს და მისი გადმობირება მოახერხოს, მოვიდოდა თუ არა ის მანჩესტერში ? რა თქმა უნდა, ამაზე არცერთი მწვრთნელი არ იტყოდა უარს."

შეგახსენებთ, რომ სოლსკიაერის თაოსნობით გუნდმა უკვე ზედიზედ მე-6 შეხვედრა მოიგო, ბოლოს მანჩესტერელებმა "ტოტენჰემი" დაამარცხეს "უემბლიზე" ანგარიშით 1:0.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით