ერიქსენი "ტოტენჰემს" ზაფხულში დატოვებს და ლა ლიგაში წავა

16-01-2019, 11:36

გავლენიანი გამოცემა AS-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ტოტენჰემის" ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი კიდევ ერთხელ განაცხადა.


წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელსა და ლონდონურ კლუბს შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და თუ შეთანხმება ვერ შედგა, იგი დიდი ალბათობით გუნდს ზაფხულში დატოვებ.

როგორც წყარო იტყობინება მისი დამატება მადრიდის "რეალს" სურს.

შეგახსენებთ, კრისტიან ერიქსენი "ტოტენჰემში" 2013 წლიდან ირიცხება და გუნდის მაისური 253-ჯერ მოირგო. მის ანგარიშზე, 62 გოლი და 78 საგოლე გადაცემაა. 

დანიელს კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და ამჟამად, მისი სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით