რატომ დააკავეს "ტოტენჰემის" ფეხბურთელი სერჟ ორიე ?

16-01-2019, 18:40

ლონდონის "ტოტენჰემის" კოტ-დ'იუვარელი ფეხბურთელი, სერჟ ორიე "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, 12 იანვარს დააპატიმრეს.

როგორც ჰერთფორდშირის პოლიცია იუწყება, მარჯვენა მცველი მის სახლთან დააკავეს პარტნიორ ჰენჩა ვოიგტისთვის ფიზიკური ზიანის მიყენების გამო. 26 წლის ფეხბურთელი გარკვეული დროით განყოფილებაში იმყოფებოდა, დაკითხვის შემდეგ ორიე ყოველგვარი დასჯის გარეშე გაათავისუფლეს, მოთამაშემ ბრალი არ აღიარა.

ამაზე ლონდონური კლუბის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს: "გავეცანით სერჟ ორიეს ინციდენტს და კარგად ვიცით რა მოხდა, მისი დასჯა არ იგეგმება."

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი 2017 წლის აგვისტოში, 23 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ, "პარი სენ-ჟერმენიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით