ტიერი ანრი პატრიკ ვიეირაზე: "ცოტა ხნით ერთმანეთი არ მოგვეწონება"

16-01-2019, 19:29

ფრანგული "მონაკოს" მთავარი მწვრთნელი, ტიერი ანრი, ყოფილ თანაგუნდელზე და "ნიცას" თავკაცზე, პატრიკ ვიეირაზე საუბრობს:

"ცოტა ხნით ჩვენ ერთმანეთი არ მოგვეწონება, ფეხბურთის წესები ასეთია, პატრიკი და მე მოწინააღმდეგე გუნდების სათავეში ვიმყოფებით. მას დიდ პატივს ვცემ, ის შესანიშნავი ფეხბურთელი იყო და მასთან ახლაც კი ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, იმედია "ნიცასთან" 16 იანვარს კარგ შეხვედრას ჩავატარებთ და გამარჯვებას მოვახერხებთ."

ანრის საპასუხოდ, განცხადება ვიეირამაც გააკეთა: "ჩემი აზრით ტიერის შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, საინტერესოა, რომ ორივე ჩვენთაგანმა პირველად საფრანგეთის სამხრეთში მყოფი კლუბები ჩავიბარეთ, მჯერა ის საკუთარი მოთამაშეებისგან მაქსიმუმის მიღებას და წარმატების მიღწევას მოახერხებს."

შეგახსენებთ, რომ ანრის "მონაკო" ამჟამად საფრანგეთის ჩემპიონატის ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება 19 შეხვედრის შემდეგ 14 ქულით, ვიეირას "ნიცა" კი საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობს და მე-8 ადგილს იკავებს 29 ქულით.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით