"ჩელსი" "იუვენტუსს" შეუთანხმდა

17-01-2019, 10:31

როგორც გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტები იტყობინებიან,მ ლონდონის "ჩელსი" ტურინის "იუვენტუსს" არგენტინელი თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის ტრანსფერის თაობაზე უკვე მოელაპარაკა.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" 31 წლის იგუაინს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ, კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

მიმდინარე სეზონი არგენტინელმა "მილანში" დაიწყო,  "როსონერის" მაისურით 22 მატჩში იასპარეზა და  8 გოლი მიითვალა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ქეცბაია კიდევ ორ ქართველს იწვევს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით