ოფიციალურად: მუსა დემბელემ "ტოტენჰემი" დატოვა !

17-01-2019, 19:04

ბელგიელმა ნახევარმცველმა, მუსა დემბელემ, ლონდონის "ტოტენჰემი" ოფიციალურად დატოვა.

31 წლის ფეხბურთელი ჩინეთში გადაბარგდა, ის გუანჯოუს "R&F-ის" მაისურს მოირგებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის კვირაში 160 000 გირვანქას მიიღებს, რაც ლონდონში მის ანაზღაურებას 2-ჯერ აღემატება.

ჩინურმა კლუბმა დემბელეს სანაცვლოდ 12.45 მილიონი ევრო გაიმეტა, ეს თანხა შესაძლოა 18 მილიონ ევრომდე ავიდეს, თუ ბელგიელი მისი პერფორმანსებით "R&F-ს" ჩინეთის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ მუსა დემბელე "ტოტენჰემში" 2012 წელს, "ფულემიდან" გადავიდა 5 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ, მან ლონდონელთა რიგებში 180 შეხვედრა ჩაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით