ხავი: "ის უნივერსალურია, მე კი უბრალო ნახევარმცველი ვარ"

3-10-2019, 15:56

კატალონიური "ბარსელონას'' ყოფილმა ნახევარმცველმა ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ჯოშუა კიმიხი კატალონიურ გრანდს იდეალურად მოერგებოდა.

"გვარდიოლას კიმიხის შესახებ ვესაუბრე. პეპმა მითხრა, რომ მყავს ფეხბურთელი რომელსაც ნებისმერ პოზიციაზე შეუძლია თამაშიო. ვკითხე - თუ ვინ იყო ეს მოთამაშე".

"მან ახსენა ფეხბურთელი, გვარად - კიმიხი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. მას შემდეგ მის კარიერას თვალს ვადევნებ".

"ჯოშუა "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების აწმყო და მომავალია და მას ნებისმიერ პოზიციაზე თამაში მართლაც შეუძლია".

"ვფიქრობ, ის "ბარსელონასთვის" იდეალური შენაძენი იქნებოდა. მთელი კარიერის განმავლობაში ვეძებდი ფეხბურთელებს, რომლებიც "ბარსელონას" მოერგებოდნენ. ადრე ასეთი ლამი იყო, ახლა კი - კიმიხია".

"შესაძლოა თუ არა გერმანელი ახალი ხავი გახდეს? ცხადია. მას შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყოს. ის ჩემგან ამით განსხვავდება - მე ნახევარმცველი ვარ, კიმიხი კი უნივერსალია",- ხავის სიტყვებს Bild ციტირებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით