"ბარსელონამ" მალკომს ფასი დაადო

18-01-2019, 18:21

პრესაში აქტიურად იწერება იმის შესახებ,რომ კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილელი შემტევი, მალკომი შესაძლოა პრემიერ ლიგაში ვიხილოთ.

როგოც იცით ბრაზილიელი ფეხბურთელის გადაბირებით ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გუნდს ლიდერი ჰარი კეინი რამდენიმე თვით გამოაკლდა, ამიტომაც გუნდს შემტევი დასჭირდება.

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია,რომ კატალონიის "ბარსელონამ" ლონდონურ კლუბს, მალკომის სანაცვლოდ 44 მილიონ ევრო მოსთხოვა.

თავის მხრივ "ტოტენჰემი" ცდილობს,რომ ბრაზილიელი შემტევი იჯარის სახით აიყვანოს და სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება დაიტოვოს.

აქვე შეგახსენებთ იმასაც,რომ მალკომა "ბარსელონას" მაისურით  10 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით