ოფიციალურად: ლორია "მაგდებურგში" ითამაშებს

18-01-2019, 19:06

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია კარიერას გერმანულ "მაგდებურგში" გააგრძელებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იტყობინება.

როგორც ცნობილია, 32 წლის ფეხბურთელმა გუნდთან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა და იგი პირველი ნომრით იასპარეზებს.

"მაგდებურგი" ამჟამად გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ბოლოსწინა ადგილს იკავებს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ ლორიას დამატება ყაზახურ "ტობოლსაც" სურდა, თუმცა ეს ტრანსფერი საბოლოოდ ჩაიშალა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ვაისი: "შანსი ახალგაზრდებს მიეცემათ"

დაგვიმეგობრდით