დე ლაურენტისი : "მრცხვენია რომ მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ"

19-01-2019, 14:37

იტალიური "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურილიო დე ლაურენტისმა მედდიის წარმომადგენლებთან საუბრისას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იტალიურ ფეხბურთში რასიზმის წინააღმდეგ სათანადოდ არ მუშაობენ.

"სისტემამ კიდევ ერთხელ  აჩვენა, რომ არ იცის როგორ შეიცვალოს და დამნაშავის მაგივრად, მსხვერპლს სჯის".

"თუ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, იტალიური ფეხბურთი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგება".

"მრცხვენია, რომ ამ სისტემის ნაწილი ვარ და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თუ არაფერი შეიცვალა, წავალ",  - განაცხადა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა.
  
შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს პირველ წრეში, მილანის "ინტერის" გულშემატკივრებმა "ნაპოლის" ცენტრალურ მცველს, კალიდუ კულიბალის რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ლორიას გუნდი მე-2 ბუნდესლიგიდან გავარდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით