"მილანის" ხელმძღვანელობაში იოზილის გამო განხეთქილება შეიქმნა

19-01-2019, 15:52

გავლენიანი იტალიური გამოცემა Calciomercato იუწყება, რომ "მილანის" ხელმძღვანელობაში დიდი განხეთქილება გამოიწვია მესუთ იოზილის ტრანსფერის საკითხმა და გამორიცხული არაა, რომ  ეს სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც გახდეს.

წყაროს ცნობით, "როსონერის" ლეგენდა და სტრატეგიული განვითარების დირექტორი პაოლო მალდინი 30 წლის გერმანელი ნახევარმცველის დამატების მომხრეა.

კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი კი, რომელიც "მილანში" გასულ ზაფხულს სწორედ "არსენალიდან" გადავიდა, ამ ტრანსფერის წინააღმდეგ გამოდის. ამ უკანასკნელის აზრით, აჯობებს, თუ კლუბი ყურადღებას უფრო ახალგაზრდა მოთამაშეების შეძენაზე გაამახვილებს.

როგორც აღმოჩნდა აზრთა სხვადასხვაობამ კლუბსში დიდი განხეთქილება გამოიწვია და ერთმანეთს მალდინი და გაზიდისი წაჰკიდა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის "არსენალმა" იოზილის შეძენა  იტალიურ კლუბებს - "იუვენტუსსა" და "ინტერს" შესთავაზა. ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტად კი სწორედ "ნერაძური" სახელდება. ასევე დაიწერა, რომ ფეხბურთელის შეძენით "ატლეტიკოც" ინტერესდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით