პიატეკი "მილანში" ?

19-01-2019, 18:39

"ჯენოას" ამომავალი ვარსკვლავი, პოლონელი თავდამსხმელი, კრისტოფ პიატეკი, ახლოსაა "მილანში" გადასვლასთან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალე "როსონერის" არგენტინელი გონსალო იგუაინი დატოვებს, რომელიც ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი გახდება, სწორედ ამიტომაც "სან სიროზე" უკვე დაიწყეს ფიქრი მისი შემცვლელის გადაბირებაზე.

როგორც "Sky Italia" იუწყება, "მილანი" პიატეკის სანაცვლოდ 31 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს, ამასთან ერთად, ანდრეა ბერტოლაჩი და ალენ ჰალილოვიჩი "ჯენოას" მაისურს მოირგებენ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის სერია-ში უკვე მოახერხა 19 შეხვედრის შემდეგ, 13 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით