ფელაინი "მონაკოში" მიდის !

19-01-2019, 18:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "მონაკოს" მთავარ მწვრთნელს, ტიერი ანრის, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მარუან ფელაინის გადაბირება სურს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მონაკო", რომელიც ამჟამად ლიგა 1-ის გასავარდნ ზონაში იმყოფება, გეგმავს სესკ ფაბრეგასის შემდეგ, ზამთარში კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს და ამით საფრანგეთის უმაღლესს დივიზიონში დარჩენის შანსები გაიუმჯობესოს.

"RMC" ასევე იუწყება, რომ ტიერი ანრის კლუბი მზადაა 31 წლის ბელგიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ, 15 მილიონი გირვანქა გადაიხადოს, ეს შეთავაზება კი მანჩესტერული გუნდის მოთხოვნებს ბოლომდე აკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერის "იუნაიტედში" მისვლის შემდეგ, მარუან ფელაინი როტაციიდან მთლიანად ამოვარდა, მან პრემიერ ლიგის უკანასკნელ 5 შეხვედრაში, მოედანზე მხოლოდ 3 წუთი გაატარა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით