პოჩეტინო: "დელე ალის შეუძლია გახდეს "ტოტენჰემის" მესი"

19-01-2019, 19:46

ლონდონის "ტოტენჰემის" არგენტინელი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო, დელე ალიზე საუბრობს:

"სულ ცოტა ხნის წინ "ბარსელონას" "ლევანტესთან" დაპირისპირებას ვადევნებდი თვალყურს და ვნახე, რომ ნომინალურ თავდამსხმელად ლიონელ მესი თამაშობდა, მსგავსი როლით ასპარეზობა დელე ალისაც შეუძლია."

"დელეს შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც თითქმის ყველგან შეუძლია თამაში, მას ნამდვილად შეუძლია გახდეს "ტოტენჰემის" "მესი". უცნაურია თუ როგორი წარმატების მოტანა შეუძლია მწვრთნელის ყველაზე მოულოდნელ გადაწყვეტილებებს."

შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემი" 20 იანვარს, თბილისის დროით 20:00 წუთზე, "ფულემს" დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით