ჩაკვეტაძე თამაშს ისევ ვერ ახერხებს

19-01-2019, 22:17

ხვალ გაიმართება ბელგიის იუპიერლიგის 22-ე ტურის მატჩი, რომელშიც "გენტი" "ანდერლეხტს" უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე "ბუფალოების" მთავარმა მწვრთნელმა, იეს ტირუპმა განაცხადი დაასახელა. ორი ქართველი ლეგიონერიდან კი განაცხადში ერთი ვერ მოხვდა.

როგორც ჩანს, გიორგი ჩაკვეტაძემ ჯერ-ჯერობით გამოჯანმრთელება ბოლომდე ვერ მოასწრო და მთავარმა მწვრთნელმა მისი განაცხადში შეყვანა არ გარისკა. რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ქართველი ფორვარდი დიდხნიანი პაუზის შემდგომ შემადგენლობას დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ "გენტს" 21 ტურის შემდგომ 31 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით