გატუზო: "საშინელი სავარჯიშო სესია გვქონდა"

20-01-2019, 19:32

"მილანის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო, იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში კლუბის მდგომარეობაზე საუბრობს:

"მედიაში გავრცელებული სიახლეების გამო საშინელი სავარჯიშო სესია გვქონდა, იგუაინთანაც ვისაუბრე და გადავწყვიტე ის შემადგენლობის მიღმა დამეტოვებინა, მან ბოლომდე მომზადება ვერ მოახერხა."

"ახლა შემართებით უნდა ვიმუშაოთ, იმედი მაქვს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდება."

შეგახსენებთ, რომ 31 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა სერია ა-ს გასულ 12 შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით