"არსენალი" და "მონაკო" ჯენსოლ მარტინსისთვის იბრძოლებენ !

20-01-2019, 20:41

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "O Globo" იუწყება, ლონდონის "არსენალი" და ფრანგული "მონაკო", მადრიდის "ატლეტიკოს" პორტუგალიელი თავდამსხმელის, ჯელსონ მარტინსის გადასაბირებლად იბრძოლებენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე კლუბს პირველ ეტაპზე მოთამაშის იჯარის წესით გადაბირება სურს, სეზონის ბოლოს კი 23 წლის ფეხბურთელის პერფორმანსების მიხედვით, მისი სრული ტრანსფერის ვარიანტსაც განიხილავენ.

მარტინსმა მისი უკმაყოფილება მადრიდულ გუნდში უკვე არაერთხელ გამოხატა, ახლა კი ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული ის ემერის "არსენალში" მოინდომებს გადასვლას თუ ანრის "მონაკოში".

შეგახსენებთ, რომ მარტინსი "ატლეტიკოში", 2018 წლის 25 ივლისს "სპორტიგინდა" უფასოდ გადავიდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით