პრემიერ ლიგის რომელ კლუბს ჰყავს ყველაზე მეტი ტრავმირებული ფეხბურთელი ?!

21-01-2019, 18:46

პრემიერ ლიგის 23-ე ტურში არაერთმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა, დაზიანდნენ: "ტოტენჰემის", "არსენალის" და "ლივერპულის" ფეხბურთელები, სწორედ ამიტომაც დავინტერესდით თუ პრემიერ ლიგის რომელ კლუბს ჰყავს ამჟამად ყველაზე მეტი ტრავმირებული მოთამაშე.



"Sky Sports-ის" მიხედვით ამჟამად ყველაზე მეტი დაზიანებული ფეხბურთელი ლონდონის "ვესტ ჰემს" ჰყავს (7), შემდეგ მოდიან: "ლივერპული" (6), "ნიუკასლი" (6), "ტოტენჰემი" (5) და "ვატფორდი" (5).

ყველაზე იღბლიანი ამ მხრივ "ვულვერჰამპტონია", რომლის შემადგენლობაშიც არცერთი ტრავმირებული მოთამაშე არაა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის ფეხბურთელი, რომელმაც გასული წლის აპრილის შემდეგ, ყველაზე მეტი დრო გამოტოვა, "ლივერპულის" ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლინია, მისი დაბრუნების თარიღად მარტი სახელდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით